|
2023-04-20 17:37:07, 598 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - 2022 წლიდან დავიწყეთ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემის დანერგვა
2022 წლიდან დავიწყეთ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემის დანერგვა,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში 2022 წლის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა. მისი თქმით, 2022 წლის ივნისში ავტორიზაცია უკვე მიენიჭა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) სამ ორგანიზაციას - ნარჩენი ზეთების, საბურავების, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების, ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების შესახებ შესაბამისი საკანონმდებლო ვალდებულებების განხორციელებისათვის; ფუნქციონირებს მგვ-ის ელექტრონული რეესტრი; დღეის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 9 305 მწარმოებელი. "საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინა „ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნარჩენების მართვის” ტექნიკური რეგლამენტის პროექტი. ასევე, მომზადებულია „შეფუთვის ნარჩენების მართვის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის პროექტი",- განაცხადა შამუგიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)