20:31 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-20 17:35:18, 530 ნახვა

საზოგადოება
შამუგია - საქართველოს მთავრობამ ნარჩენების მართვის ხუთწლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმა მიიღო

ნარჩენების მართვის სფერომ, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. ჩამოყალიბდა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი მარეგულირებელი კანონმდებლობა, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის ნარჩენის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში 2022 წლის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.

როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, 2022 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო ნარჩენების მართვის ხუთწლიანი (2022-2026 წწ) ეროვნული სამოქმედო გეგმა და ნარჩენების მართვის განახლებული ეროვნული სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს იმ ძირითად პრიორიტეტებს, რაზეც ქვეყანამ მუშაობა უნდა გააგრძელოს მომდევნო წლების განმავლობაში. პრიორიტეტებად განსაზღვრულია ნარჩენებით გარემოს დაბინძურების პრევენცია, ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის დანერგვა და შეგროვებული ნარჩენების გადამუშავების ხელშეწყობა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთიდან საქართველოში ამანათები 474%-ით გაიზარდა
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics