08:10 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-20 15:20:07, 1266 ნახვა

ეკონომიკა
შამუგია - 2022 წელს მოზიდულ იქნა 300 მლნ დოლარზე მეტი ფინანსური რესურსი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ  პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, მელიორაციის მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციების  ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, 2022 წელს სოფლის მეურნეობის, ირიგაციის, დრენაჟის და მიწის მართვის სექტორში მოზიდულ იქნა უპრეცედენტო ოდენობის 300 მლნ დოლარზე მეტი ფინანსური რესურსი.

„ოთხი მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის (მსოფლიო ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და საფრანგეთის განვითარების სააგენტო) მხარდაჭერით დაგეგმილი პროექტები, 2023-2030 წლებში, უზრუნველყოფს დარგში კოორდინირებულ ინვესტიციას, სექტორში მართვის ჰოლისტიკური მიდგომის დამკვიდრებას (წყალი, მიწა, სოფლის მეურნეობა), 50 000 ჰა-ზე მეტ ფართობზე სამელიორაციო მომსახურების გაუმჯობესებას, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობას დაახლოებით 30 %-ით გაზრდის. პროექტებს ეყოლება 50 000-მდე ბენეფიციარი ფერმერული მეურნეობა“, - განაცხადა ოთარ შამუგია.

მისივე თქმით, რეაბილიტაციის გარდა, პროექტები მიზნად ისახავს: ფერმერთა ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას, ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებას, ბაზრებზე ხელმისაწვდომობის ზრდას.

აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციის გარდა, პროექტები მიზნად ისახავს: ფერმერთა ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას, ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებას, ბაზრებზე ხელმისაწვდომობის ზრდას. ამასთანავე ხელს შეუწყობს წყლის რესურსების მართვის სისტემის ჩამოყალიბებას. ცალკე კომპონენტი ეთმობა მიწის მდგრად მართვას, მიწების კონსოლიდაციას, მიწის საინფორმაციო სისტემის შექმნას, ნიადაგის დაცვის ღონისძიებებს, ასევე სამინისტროსა და მისი სტრუქტურული ერთეულების ინსტიტუციურ რეფორმას და ფუნქციურ გაძლიერებას“,- დასძინა შამუგიამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics