05:59 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-10 13:44:24, 850 ნახვა

პოლიტიკა
„ეს იყო ხაბეიშვილის მორიგი ფიასკო“ - თალაკვაძე გუშინდელ აქციაზე

ჩემი აზრით, ეს არის სრული ჩავარდნა და ლევან ხაბეიშვილის მორიგი ფიასკო, - ასე აფასებს "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე გუშინ, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამართულ აქციას. 

თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ ხაბეიშვილმა აღნიშნული აქციის გამო, "მკაცრი საყვედურები მიიღოს".

"გუშინდელი აქცია იყო ისტორიის გადაწერის მცდელობა ან ისტორიაზე ჩამოკიდების მცდელობა.
მათივე მხარდამჭერებიც კი არ მივიდნენ აქციაზე. ჩემი აზრით, ეს არის სრული ჩავარდნა და ლევან ხაბეიშვილის მორიგი ფიასკო. არ გამოვრიცხავ, ხაბეიშვილმა, ამის გამო ძალიან მკაცრი საყვედურები მიიღოს. უკვე მერამდენედ ხდება, როდესაც ის იმუქრება ხან ციხესიმაგრეების დანგრევით, ხან ამბობს, რომ მოაწყობს საშინელ გაზაფხულს, ხან ამბობს, რომ ხელისუფლებას გადააყენებს. ამ ტიპის არასერიოზული განცხადებები ჩვენთვის ახალი არ არის და არც გასაკვირი", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

შეგახსენებთ, გუშინ, 9 აპრილს "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით, აქცია სახელწოდებით "ერთად ევროპაში" გაიმართა. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა აქციის მონაწილეებს 4 ძირითადი მოთხოვნა გააცნო.

როგორც ხაბეიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მთავარ მოთხოვნათა შორის, ლაზარე გრიგორიადისის, მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას გათავისუფლება, აშშ-ის მიერ დასანქცირებული მოსამართლეების გადადგომა და 12 პუნქტის შესრულებაა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics