06:23 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-04 10:46:23, 836 ნახვა

საზოგადოება
ლელა ჩიქოვანი ბალტიის ქვეყნების ელჩებს შეხვდა

თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ  საქართველოში ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის რესპუბლიკების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს უმასპინძლა.

თავდაცვის უწყების ცნობით, ლელა ჩიქოვანმა ედიტე მედნეს, ანდრიუს კალინდრასა და რიინა კალიურანდს საქართველოს მრავალწლიანი,  ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ტერიტორიული მთლიანობის  ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.  

"მინისტრის მოადგილემ ყურადღება საქართველოსა და ბალტიის ქვეყნებს შორის ურთიერთნდობასა და მხარდაჭერაზე დამყარებულ, განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ  თავდაცვის სფეროში ინტენსიური თანამშრომლობა, რომელიც მრავალ წელს ითვლის, მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრაზე  სამ სტრარეგიულად მნიშვნელოვან პარტნიორ ქვეყანასთან თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით არსებული მრავალფეროვანი თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს.

საუბარი შეეხო  ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP)  განხორციელების პროცესში ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის   წვლილსაც, გაწეულ პრაქტიკულ მხარდაჭერასა და ექსპერტების ჩართულობას.  მხარეებმა რეგიონული და მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებზე,  არსებულ რთულ გარემოსა და მზარდ საფრთხეებზეც იმსჯელეს. 

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ლელა ჩიქოვანმა დიპლომატებს საქართველოს თავდაცვის უწყებაში  განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია  და  2020-2030  წლების გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში გათვალისწინებული, საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისა და გაძლიერების მიზნით, გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯები გააცნო", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics