10:33 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-01 21:47:00, 1422 ნახვა

პოლიტიკა
კრამონი ლაზარე გრიგორიადისზე - ის გამოარჩიეს, მისკენ გაიშვირეს თითი და ეს სამარცხვინოა

გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, რომელიც ცოტახნის წინ მთავრობის კანცელარიასთან, ლაზარე გრიგოლიადისის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა, აცხადებს, რომ ახალგაზრდისკენ თითის გაშვერა სამარცხვინო საქციელია.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ლაზარე გრიგორიადისის მხარდაჭერას გამოხატავს. 

"მე ვფიქრობ, რომ სამარცხვინო იყო ის, რაც ცოტა ხნის წინ პარლამენტში მოხდა. ჩვენთვის, ევროკავშირში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამდენი ადამიანი გამოვიდა ლაზარეს მხარდასაჭერად. შესაძლოა, ჩადენილი იყო რაიმე დანაშაული, თუმცა, ის გამოარჩიეს, მისკენ გაიშვირეს თითი და ეს სამარცხვინოა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ყველას აქვს შეკრების უფლება, დემონსტრაციის გამართვის უფლება და არ უნდა გამოვარჩიოთ ინდივიდები, დემონსტრაციების მონაწილეები. ამიტომ არის კარგი, რომ ხალხი გამოვიდა და სოლიდარობა გამოხატა".

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics