12:59 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-29 12:34:47, 1686 ნახვა

პოლიტიკა
მიშელი - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება წლის ბოლომდე მიიღება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის EU-ში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების პროცესის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ წლის ბოლომდე უნდა მიიღოს.

მიშელმა მოლდოვაში ვიზიტის დროს, პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება. 

"მომავალ თვეში მნიშვნელოვანი ამბები იქნება. ევროკომისია გამოაქვეყნებს მომდევნო მოხსენებას მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს ინტეგრაციის შესახებ. მე ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ევროპული საბჭო აპირებს ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენებას წლის ბოლომდე. ეს ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე, ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქვეყნებთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნება კომისიის მოხსენების გათვალისწიებით და იმედი მაქვს, ის პოზიტიური იქნება", - განაცხადა შარლ მიშელმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics