16:23 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-23 19:45:42, 875 ნახვა

პოლიტიკა
უნგრეთის პრემიერის ადმინისტრაცია - იმ შემთხვევაში თუ პუტინი ქვეყანაში შემოვა არ დავაკავებთ

უნგრეთი არ დააპატიმრებს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, თუ ის ქვეყანაში შემოვა, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის შტაბის უფროსმა განაცხადა.

მისივე თქმით, უნგრეთს არ აქვს სამართლებრივი საფუძველი რუსეთის პრეზიდენტის დასაკავებლად და დასძინა, რომ რომის სტატუტი არ არის ჩაშენებული უნგრეთის სამართლებრივ სისტემაში.

როგორც Evropeyska Pravda განმარტავს, საქმე იმაშია, რომ უნგრეთმა მხოლოდ ფორმალურად დაამტკიცა რომის სტატუტი, მაგრამ არ შეცვალა კანონმდებლობა მის შესასრულებლად.

შეგახსენებთ, 17 მარტს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics