17:40 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-22 12:25:32, 1078 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - ივანიშვილი პოლიტიკაში არ მონაწილეობს - კეზერაშვილი კი, მედიაშიც ერევა და პოლიტიკაშიც

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ მონაწილეობს - კეზერაშვილი არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკაშიც ერევა, მედიაშიც, ფულიც გააჩნია, ბიზნესმენიც არის და პოლიტიკაზე გავლენაც აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, კონკრეტულ გვარებზე ყურადღების გადატანას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს.

“ბიძინა ივანიშვილი, თავისთავად, პოლიტიკაში არ მონაწილეობს. ერთია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი კონკრეტული რუპორები ცდილობენ, რომ გვარებზე გადაიტანონ საკითხი, თუმცა ჩვენ მოგვისმენია, მაგალითად, კეზერაშვილის თვითაღიარება, რომელიც ამბობს, რომ ეგ არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკაშიც ერევა, მედიაშიც, ფულიც გააჩნია, ბიზნესმენიც არის და პოლიტიკაზე გავლენაც აქვს. ეს განცხადება მისგან მოვისმინეთ. რაც შეეხება, ვინ და როგორ მოხვდება, აქ სამართლიანობა იქნება მხოლოდ მთავარი პრინციპი, მხოლოდ სამართლიანობა'', - განაცხადა  გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, გუშინ, 21 მარტს პარლამენტმა ორი მოსმენით მიღებული „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენაზე განხილვისთვის დააბრუნა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, კანონპროექტის მესამიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნების მიზეზი ვენეციის კომისიის დასკვნა გახდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics