00:14 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-21 09:31:27, 1426 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვა - ოკუპირებული ყირიმის, ქალაქ ჯანკოიში რუსული საკრუიზო რაკეტები განადგურდა

რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის, ქალაქ ჯანკოიში „კალიბრის“ ტიპის რუსული ფრთოსანი რაკეტები განადგურდა. აღნიშნულის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოში აცხადებენ.

როგორც უკრაინის დაზვერვაში აცხადებენ, ფრთოსანი რაკეტები მათი რკინიგზით ტრანსპორტირების დროს განადგურდა.

„დროებით ოკუპირებული ყირიმის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჯანკოიში აფეთქებამ გაანადგურა რუსული კალიბრის საკრუიზო რაკეტები მათი სარკინიგზო ტრანსპორტირების დროს“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, როგორც ანექსირებული ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელმა, სერგეი ასკიონოვმა განაცხადა, დარტყების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, ხოლო  რამდენიმე ობიექტი დაზიანდა.



 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics