05:54 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-20 17:13:49, 1649 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის საგარეო - ველით, რომ პეკინი მოსკოვზე საკუთარ გავლენას გამოიყენებს

ველით, რომ პეკინი მოსკოვზე საკუთარ გავლენას გამოიყენებს, რათა აიძულოს პუტინი, შეწყვიტოს აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ,- აღნიშნულის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო ავრცელებს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, უკრაინა ყურადღებით ადევნებს თვალს ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტს რუსეთში.

"უკრაინა ყურადღებით ადევნებს თვალს ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტს რუსეთში. ჩვენ ველით, რომ პეკინი მოსკოვზე საკუთარ გავლენას გამოიყენებს, რათა აიძულოს პუტინი, შეწყვიტოს აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ.

ჩვენ მზად ვართ, უფრო მჭიდრო დიალოგისთვის ჩინეთთან, უკრაინაში მშვიდობის აღდგენის მიზნით, გაეროს წესდებაში და გაეროს გენერალური ასამბლეის უახლესი რეზოლუციით ამ საკითხზე გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად“,- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი ოფიციალური ვიზიტით დღეს ჩავიდა. 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics