18:43 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-20 14:58:16, 632 ნახვა

საზოგადოება
პროკურატურის წარმომადგენლებმა ფოთში, სენაკში, ჩხოროწყუს და ხობის მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის, ფოთის და სენაკის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროკურორებმა შეხვედრები ფოთის, სენაკის, ჩხოროწყუს და ხობის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ მოსახლეობასთან, საჯარო სკოლის და პროფესიული სასწავლებელის მოსწავლეებთან გამართეს.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, ღონისძიებებზე ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევ მიზეზები და გენდერული სტერეოტიპები განიხილეს. ასევე, ისაუბრეს ბარიერებზე, რომელსაც ქალები აწყდებიან როდესაც ძალადობის მსხვერპლები ხდებიან.

„პროკურორებმა, შეხვედრის მონაწილეებს ფემიციდის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის და ოჯახში დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ისაუბრეს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურის შესახებ, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები მსგავსი კატეგორიის დანაშაულებში და დაზარალებულთა და მსხვერპლთა მხარდაჭერას ახორციელებენ.

ფემიციდის წინააღმდეგ კამპანია აშშ-ს საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია. #არაფემიციდს #მკვლელობაისჯებამკაცრად #შეაჩერეფემიციდი #სიყვარულიარკლავს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics