18:56 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-16 23:58:16, 969 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე „უცხოური აგენტების“ კანონპროექტზე - ერთი იყო ამერიკული, მეორე სუფთა ქართული

"უცხოური აგენტების კანონპროექტს", რუსულთან არ ჰქონდა არანაირი კავშირი, ეს იყო მიზანმიმართული PR-კამპანია, რომელიც როგორც შიდა ძალებმა, ასევე გარე ძალებმა ერთობლივად დაგეგმეს და მას თავისი იარლიყიც კი მიაკრეს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, წარმოდგენილი იყო ორი კანონპროექტი, ერთი მათგანი ზუსტი ანალოგი იყო ამერიკის შეერთებული შტატების კანონპროექტიდა, ხოლო მეორე უფრო შერბულებული ქართული ვარიანტი, ვინაიდან ამერიკაში მოქმედი კანონპროექტი მეტად ხისტია.

"აღნიშნულ კანონპროექტს რუსულთან არ ჰქონდა არანაირი კავშირი. ეს იყო მიზანმიმართული PR-კამპანია, რომელიც როგორც შიდა ძალებმა, ასევე გარე ძალებმა ერთობლივად დაგეგმეს და მას თავისი იარლიყიც კი მიაკრეს, თითქოს ეს იყო რუსული კანონი და სინამდვილეში მას რუსულთან არანარი კავშირი არ ჰქონდა...

ორი კანონპროექტი იყო წარმოდგენილი, ერთი იყო ანალოგი ამერიკის შეერთებული შტატებისა და მეორე იყო სუფთა ქართული, უფრო შერბილებული, იმიტომ რომ ამერიკაში მოქმედი კანონპროექტი არის გარკვეულწილად ხისტი, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს და ეს გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული ჩვენი მხრიდან, აღნიშნული კანონპროექტი, რა თქმა უნდა, იყო გაცილებით რბილი და ემსახურებოდა მხოლოდ ერთ მიზანს - გამჭვირვალობას. რომ საზოგადოებას ჰქონდეს ხელმისაწვდომობა და ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ესა თუ ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, საიდან ფინანსდება", - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics