19:57 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-15 16:24:31, 749 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - მადლობა ევროპარლამენტს სოლიდარობისთვის, მართლაც ყველა ნიღაბი მოიხსნა

მართლაც ყველა ნიღაბი მოიხსნა, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებს. 

ექსპრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ ქვეყანაში ტყუილის და ძალადობის მანქანაა შექმნილი, რომელიც რუსეთისთვის მუშაობს. 

"მადლობა ევროპის პარლამენტს სოლიდარობისთვის!

მართლაც ყველა ნიღაბი მოიხსნა - ჩვენ საქმე გვაქვს ტყუილის და ძალადობის მანქანასთან რომელიც მუშაობს რუსეთზე",- წერს მიხეილ სააკაშვილი. 

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა 14 მარტს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს დებატები მიუძღვნა. განხილვა შეეხო ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ხალხის არჩევანსა და მმართველი პარტიის პოზიციებს. ევროპარლამენტარმა არა ერთხელ ახსენეს დეოლიგარქიზაციის საკითხი და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics