22:01 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-15 11:46:03, 773 ნახვა

საზოგადოება
3 წლის ბავშვი, რომელიც ბათუმში ბატუტზე დაშავდა, სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს

3 წლის ბავშვი, რომელიც ბათუმის ბულვარში ბატუტზე ყოფნის დროს დაშავდა, სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.

ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო და მას შემდეგ, რაც ოჯახმა 9 წლის შვილი დაკრძალა, დაშავებული მეორე შვილი თურქეთში წაიყვანა სამკურნალოდ.

შეგახსენებთ, რომ 12 მარტს, ბათუმში, არდაგანის ტბასთან ქარმა ბატუტი დააზიანა. შემთხვევას 8 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარის გამო დაშავდა 3 წლის ბავშვიც. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების ფარგლებში ერთი პირი - 1958 წელს დაბადებული ე.ა. დააკავა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული პასუხისმგებელი იყო ბულვარში განთავსებული აღნიშნული ე.წ. ბატუტის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე, თუმცა მან დაკისრებული ვალდებულებების შესრულება ვერ უზრუნველყო.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics