21:00 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-14 14:33:07, 795 ნახვა

პოლიტიკა
ხუნდაძე - ვგმობ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის განადგურებას, ეს სახელმწიფოს იმიჯს აზიანებს

ანტიდასავლური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე ძალადობრივი ჯგუფების მიერ პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოხსნას და დაწვას - გმობს. 

დიმიტრი ხუნდაძე „ალტ-ინფოს“ მიერ გამართული ძალადობრივი აქციის საპასუხოდ აცხადებს, რომ მსგავსი ქმედებები მიუღებელია და აზიანებს სახელმწიფოს იმიჯს.

"ვგმობ საქართველოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის განადგურებას, ეს არ შედის ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებში! 

საზოგადოების გარკვეული ნაწილის დამოკიდებულება - “არ წავიკითხავ, შეურაცხყოფას მივაყენებ სხვას, დროშას დავხევ…” და სხვა მსგავსი შინაარსის მოწოდებები და ქმედებები მიუღებელია და აზიანებს სახელმწიფოს იმიჯს",- წერს ხუნდაძე სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, პრორუსული მოძრაობა „ალტ-ინფოს“ წევრებმა პარლამენტთან აქცია გამართეს და ევროკავშირის დროშა დაწვეს. ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია, თუმცა ძალადობრივი ჯგუფისთვის ხელი არ შეუშლია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics