21:00 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-13 18:14:03, 814 ნახვა

პოლიტიკა
წითლიძე - ვრცელდება ინფორმაცია, რომ შსს იბარებს 7-8 მარტის აქციაზე მყოფ ახალგაზრდებს, დაანონსებული დევნა დაიწყეს

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შსს იბარებს 7-8 მარტის აქციაზე მყოფ ახალგაზრდებს. როგორც ჩანს დაანონსებული დევნა დაიწყეს, - ამის შესახებ  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანი წითლიძემ განაცხადა.

მან მიმართა ახალგაზრდებს, რომ არავინ გამოცხადდეს დაკითხვაზე ადვოკატების გარეშე და იმ შემთხვევაში თუ მათ დასჭირდებათ ნებისმიერი სახის დახმარება, ოპოზიცია მზად არის, რომ მათ ნებისმიერ დროს დაეხმაროს.

"ვრცელდება ინფორმაცია, რომ შსს იბარებს 7-8 მარტის აქციაზე მყოფ ახალგაზრდებს. როგორც ჩანს დაანონსებული დევნა დაიწყეს. თავიდანვე ვამბობდით რომ გათავისუფლება არ ნიშნავდა საქმეების შეწყვეტას. საქმეები აღძრულია ადმინისტრაციულით და სისხლით. მნიშვნელოვანია იცოდეთ: ადვოკატის გარეშე არ მიხვიდეთ არანაირ დაკითხვაზე! დახმარება თუ დაგჭირდებათ ადვოკატების დაგვიკავშირდით! ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს დაგეხმაროთ!", - წერს ანი წითლიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics