05:03 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-04 23:58:31, 1194 ნახვა

პოლიტიკა
შაჰინი აგენტების კანონზე: რუსეთში არსებულის ანარეკლია – ვშიშობ, საქართველოშიც იმავეს მოიტანს

ამერიკელ სენატორ ჯინ შაჰინს მიაჩნია, რომ საქართველოში ინიცირებული კანონპროექტი უცხოელი აგენტების გამჭვირვალობის შესახებ ამერიკული "ფარას" მსგავსი არ არის და რომ ის რუსულის ანარეკლია.

სენატორი ამბობს, რომ თუ კანონპროექტი დამტკიცდა, მან საქართველოში შეიძლება იგივე შედეგი მოიტანოს, როგორიც მას რუსეთში მოჰყვა - ქვაყანაში სამოქალაქო საზოგადოების და თავისუფალი მედიის გაქრობა.

"ვფიქრობ, ეს კანონი ძალიან შემაშფოთებელია. ჩვენ კანონის შესახებ ჩვენი შეშფოთება გამოვთქვით მთავრობის ლიდერებთან, რომლებსაც შევხვდით. ეს არის რუსეთში არსებული მსგავსი კანონის ანარეკლი, რომლის შედეგადაც ვნახეთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა რუსეთი დატოვა. ეს იყო მიზანმიმართული მცდელობა გავლენა მოეხდინათ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მედიაზე, მედიის თავისუფლებაზე რუსეთში. მე ვშიშობ, რომ ეს იმავე შედეგს მოიტანს საქართველოშიც. ეს კანონი საერთოდ არ ჰგავს უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ იმ კანონს, რომელიც შეერთებულ შტატებში გვაქვს. წლების განმავლობაში მე ვმუშაობ ამ კანონის რეფორმაზე და ვიცი, რომ ეს იგივე არ არის." - განაცხადა ჯინ შაჰინმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics