07:39 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-27 10:13:30, 1530 ნახვა

ომი უკრაინაში
CIA - დრონების სანაცვლოდ, რუსეთი ირანს სარაკეტო პროგრამის განვითარებაში ეხმარება

უკრაინის წინააღმდეგ დრონების მიწოდების სანაცვლოდ, რუსეთი ირანს სარაკეტო პროგრამის განვითარებაში ეხმარება. ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა.

როგორც CIA-ს დირექტორმა CBS-თან ინტერვიუში აღნიშნა, ირანსა და რუსეთს შორის ალიანსი სწრაფად ვითარდება, რაც საკმაოდ საგანგაშო სიგნალია.

"ირანელებმა უკვე მიაწოდეს რუსებს ასობით სამხედრო დრონი, რომლებსაც ისინი იყენებენ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. ჩვენ ვიცით, რომ მათ მიაწოდეს საბრძოლო მასალა არტილერიისთვის და ასევე ტანკებისთვის", - თქვა ბერნსმა. 

ამავდროულად, უილიამ ბერნსი ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთი ირანს დახმარებას სარაკეტო პროგრამის განვითარებაში სთავაზობს. 

ამასთან, თეთრი სახლი მიიჩნევს, რომ ირანი აპირებს გაზარდოს რუსეთის მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ ომში. სანაცვლოდ ის მიიღებს საბრძოლო თვითმფრინავებს და სხვა აღჭურვილობას. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics