07:36 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-27 09:22:14, 1577 ნახვა

ომი უკრაინაში
საუდის არაბეთი უკრაინას 400 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას გამოუყოფს

დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის შემდეგ, ისტორიაში პირველად საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პრინცი ფეისალ ბინ ფარჰან ალ საუდი უკრაინაში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისი ავრცელებს.

საუდის არაბეთის პრინცს უკრაინის პრეზიდენტი შეხვდა, რომელმაც ქვეყანაში მშვიდობის, ასევე მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

"დიდი მადლობა, რომ მხარს უჭერთ უკრაინაში მშვიდობას, მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის",- განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, შეხვედრაზე ხელი ორ დოკუმენტს მოეწერა და საუდის არაბეთი უკრაინას 400 მილიონი დოლარით დაეხმარება, საიდანაც 100 მლნ ჰუმანიტარულ დახმარებას, 300 კი ნავთობპროდუქტებს მოხმარდება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics