08:52 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-20 17:30:52, 758 ნახვა

საზოგადოება
კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და ნატო-ს პროგრამის ძალისხმევით ISMS-ის უწყებთშორისი კურსი მიმდინარეობს

კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის ერთობლივი ძალისხმევით ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის (ISMS) უწყებთშორისი კურსი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, სწავლებას კიბერუსაფრთხოების ბიუროს, იუსტიციის სამინისტროს ციფრული მმართველობის სააგენტოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსა და ეროვნული ბანკის თანამშრომლები ესწრებიან. 

სწავლება სტანდარტების ბრიტანული ინსტიტუტის (BSI) მიერ ISO 27001 სტანდარტზე დაყრდნობით ტარდება. კურსი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად თანამშრომელთა შესაძლებლობების ზრდას ისახავს მიზნად. კიბერუსაფრთხოების ბიურო აქტიურად თანამშრომლობს ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამასთან (NATO PDP), რათა როგორც უწყებრივ, ასევე ეროვნულ დონეზე ხელი შეუწყოს კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების გარემოს მდგრად განვითარებას და საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობას.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics