13:18 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-20 15:26:09, 723 ნახვა

პოლიტიკა
„არა რუსულ კანონს“ - პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ინიცირებას აპროტესტებენ

საქართველოს პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ მიერ მომზადებულ კანონპროექტის ინიცირებას სამოქალაქო სექტორი და მედიის წარმომადგენლები აპროტესტებენ. 

ბიუროს ოთახთან, სადაც ამ წუთებში სხდომა მიმდინარეობს ბანერებია გაშლილი წარწერით: "არა რუსულ კანონს", "თქვენ თვითონ ხართ უცხოეთის აგენტები" , "რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი".

ადგილზე შეკრებილმა აქტივისტებმა ბიუროს სხდომაზე "ხალხის ძალის" წარმომადგენლები შეძახილებით შეაცილეს. 

ცნობისთვის, "ხალხის ძალის" წარმომადგენლებმა 15 თებერვალს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს დააინიცირებენ. ანტიდასავლურ მოძრაობაში ამბობენ, რომ შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი, რომელმაც განაცხადა, რომ "ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას". 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
CBS: აშშ კუბაში დესანტის გახსნას განიხილავს
ელენე ხოშტარიას თოდუას კლინიკაში კვლევები ჩაუტარდა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics