09:09 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-18 17:34:02, 723 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს რაიონში, ისაკაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, ისაკაძის ქუჩის ნაწილზე  გზის რეაბილიტაცია სრულდება.

სამუშაოების ფარგლებში, მოწესრიგდა საფეხმავლო ბილიკი და ჯამში, 4 140 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. ამ დროისთვის მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს.

აღნიშნულ ქუჩაზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყლისა და წყალარინების ქსელის სრული რეაბილიტაცია განახორციელა. სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, ახლით შეიცვალა 900 მეტრზე მეტი სიგრძის მოძველებული ქსელი, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და  წყლის წნევის რეგულატორები დამონტაჟდა.

საგზაო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის  გამგებელი გაიოზ ვასაძე  გაეცნო.

„აღნიშნულ ქუჩაზე მძიმე მდგომარეობა იყო. ცუდ მდგომარეობაში იყო კომუნიკაციები. პირველ ეტაპზე, კომპანია „ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერის“ მიერ მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. ამის შემდეგ დავიწყეთ საგზაო სამუშაოები, რომელიც უკვე სრულდება და როგორც ავტომობილებისთვის, ასევე ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილება კომფორტული იქნება“, - განაცხადა საბურთალოს გამგებელმა.

საგზაო სამუშაოებისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან   350 000   ლარია გამოყოფილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics