10:05 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-17 09:33:04, 1059 ნახვა

მსოფლიო
ნულანდი - აშშ და G7 რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს 24 თებერვლისთვის ამზადებენ

აშშ და G7 რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს 24 თებერვლისთვის ამზადებენ,- აღნიშნულის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული სანქციები გააფართოებს და გააღრმავებს მანამდე ამოქმედებულ შეზღუდვებს გარკვეულ კატეგორიებში.

"ვფიქრობ, რომ 24 თებერვლისთვის თქვენ იხილავთ სანქციების ახალ პაკეტს ამერიკის მხრიდან, ასევე G7-ის პარტნიორებისგან. ეს სანქციები გააფართოებს და გააღრმავებს მანამდე ამოქმედებულ შეზღუდვებს გარკვეულ კატეგორიებში, რომლებიც უკავშირდება რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიისთვის ტექნოლოგიისა და აღჭურვილობის ნაკადის შეზღუდვას და ა.შ." - განაცხადა ნულანდმა.

მისივე თქმით, ინდივიდუალური სანქციები ასევე მზადდება იმ პირებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ ან ცდილობენ მხარი დაუჭირონ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ.

ნულანდის თქმითვე, სანქციები შესაძლოა დაუწესდეთ იმ ქვეყნებსაც, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს თავი აარიდონ მანამდე დაწესებულ სანქციებს.

"ასევე ვაპირებთ გავაფართოოთ ჩვენი საექსპორტო კონტროლი, რათა მოვიცვათ ქვეყნები, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს. საჯაროდ გვილაპარაკია ირანზე, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეაზე. თუმცა არსებობენ სხვა ქვეყნების, რომლებსაც რუსეთი იყენებს იმისთვის, რომ სანქციები თავიდან აირიდოს", - დასძინა ნულანდმა.

შეგახსენებთ, რომ 15 თებერვალს ევროკომისიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი ოფიციალურად წარადგინა, რომელიც ასევე ითვალისწინებს სანქციებს ირანული ორგანიზაციების წინააღმდეგ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics