|
2023-02-15 13:38:27, 1512 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთსა და ყირიმში „იდეოლოგიური გადამზადების“ ბანაკები მოქმედებს, სადაც უკრაინელ ბავშვებს აგზავნიან
რუსეთსა და ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე უკრაინელი ბავშვების „საგანმანათლებლო ბანაკები“ მოქმედებს. ამის შესახებ იელის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კვლევის ლაბორატორიის ანგარიშშია ნათქვამი. გამოძიების ავტორების ინფორმაციით, რუსეთისა და ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე მინიმუმ 43 დაწესებულების ქსელია, რომელთა უმეტესობა უკრაინიდან 4 თვიდან 17 წლამდე ასაკის ბავშვების „იდეოლოგიურ გადამზადებას“ ახორციელებენ. მკვლევარების შეფასებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ ბანაკებში 6000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი შევიდა. ამავე დროს, ისინი აღიარებენ, რომ ბავშვების რეალური რაოდენობა შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს. ბანაკების უმეტესობა სამედიცინო დაწესებულებებშია განთავსებული. ზოგიერთი კი, უკრაინელი ბავშვების რუსეთის ფედერაციაში აღსაზრდელად ან გასაშვილებლად არის გამოყენებული. ამ ინსტიტუტების უმეტესობა დროებით ოკუპირებულ ყირიმში მდებარეობს. თუმცა, 10 ბანაკი მდებარეობს რუსეთის დიდი ქალაქებიდან არც თუ ისე შორს - მოსკოვი, ყაზანი და ეკატერინბურგი. ასევე არის ბანაკები ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში.
გამოძიება ასევე დასძენს, რომ ყირიმსა და ჩეჩნეთის ბანაკებში უკრაინელ ბავშვებს ცეცხლსასროლი იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მართვას ასწავლიან. "ბანაკების მთავარი ფუნქცია, როგორც ჩანს, პოლიტიკური ხელახალი განათლებაა. უკრაინელ ბავშვებს რუსული იდეები უნერგავენ აკადემიურ, კულტურულ, პატრიოტულ და სამხედრო სფეროებში", - ნათქვამია ანგარიშში. ბანაკებში ბავშვების უმეტესობა რუსეთის მიერ ოკუპირებული დონბასის რეგიონებიდან არის წაყვანილი, ნაწილი კი ხარკოვის, ხერსონისა და ზაპორიჟიის რეგიონებიდან. აღნიშნულია, რომ რუსები ახორციელებენ ზეწოლას მშობლებზე, რათა მიიღონ თანხმობა ბავშვების ბანაკებში გაგზავნაზე. გამოკითხული მშობლების ნაწილი ამბობს, რომ არ დათანხმდნენ შვილების ასეთ დაწესებულებებში გაგზავნას, მაგრამ ისინი მაინც გაგზავნეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)