16:47 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-12 14:39:01, 1101 ნახვა

პოლიტიკა
პოდოლიაკი - საქართველო აგრძელებს სააკაშვილის მკვლელობას - ასეთი მნიშვნელოვანია პუტინისთვის „სასიკვდილო საჩუქრის“ მიცემა?

საქართველო აგრძელებს სააკაშვილის მკვლელობას, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი კლინიკა  "ვივამედიდან" CNN-ის მიერ გავრცელებულ კადრებს.

პოდოლიაკი Twitter-ზე წერს, რომ "ეს საქართველოს ევროპულ პერსპექტივებს აფერხებს".

"საქართველო აგრძელებს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობას. ეს უდაოდ აფერხებს საქართველოს ევროპულ პერსპეტივებს. ასეთი მიმზიდველია რუსული (საბჭოთა კავშირი 2) ბანაკი? ასეთი მნიშვნელოვანია "სასიკვდილო საჩუქრის" მიცემა პუტინისთვის, რომელიც მაინც წააგებს? ან ქვეყანას ჰქონდეს ისეთი რეპუტაცია, რომელმაც პრეზიდენტი აწამა?" - წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, გუშინ, 11 თებერვალს CNN-მა მიხეილ სააკაშვილის "ვივამედში" გადაღებული კადრები გამოაქვეყნა. კადრებში, რომელიც CNN-ს ექსპრეზიდენტის ამერიკელმა ადვოკატმა, მასიმო დანჯელომ მიაწოდა და რომელიც 2022 წლის 6 ოქტომბრით თარიღდება, მესამე პრეზიდენტის გონების კარგვის ეპიზოდი ჩანს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics