15:17 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-12 14:16:13, 1605 ნახვა

ომი უკრაინაში
ბრიტანული დაზვერვა: რუსეთის დანაკარგები მკვეთრად გაიზარდა

რუსეთის მსხვერპლთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა, - ამის შესახებ ბრიტანული სამხედრო დაზვერვის მოხსენებაშია ნათქვამი. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ არ ყოფილა ასეთი მაღალი მონაცემები უკრაინაში რუსული არმიის შეჭრის პირველი კვირის შემდეგ.

ბრიტანელები უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებს ეყრდნობიან.

„მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო დაზვერვა ვერ ამოწმებს უკრაინულ გამოთვლებს, ისინი, სავარაუდოდ, სწორად ასახავს ტენდენციას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო დღეებში ბევრი ითქვა რუსეთის ახალი შეტევის დაწყების შესახებ დონბასში უკრაინის მიწების დაკავების მცდელობაზე. ამის შესახებ აქ დავწერეთ:

ზარალის ზრდა "ბიბისის" კორესპონდენტმა ოლგა ივშინამაც აღნიშნა. ორიოდე დღის წინ მან დაწერა, რომ თუ ადრე დაღუპული რუსების სიას მოხალისეთა, ყოველკვირეულად ახლდებოდა 250-300 მოკლული რუსი ჯარისკაცით,  უკვე იანვრის ბოლოს - კვირაში საშუალოდ 700 ადამიანი იყო.

ბრიტანული დაზვერვა შეტევაზე არაფერს წერს. ის გაზრდილ დანაკარგებს უკავშირებს რუსული საოკუპაციო ჯგუფის პერსონალის არასათანადო კოორდინაციას, მიწოდებას და საბრძოლო მომზადებას.

ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, უკრაინელები ასევე აგრძელებენ მნიშვნელოვან დანაკარგებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს პასუხისმეგებლობა დააკისრა საქმეზე, რომელიც გიორგი ანწუხელიძესა და სხვა მეომრებს ეხება
"ქართულმა ოცნებამ" ევროსასამართლოში გამოხატვის თავისუფლების საქმეზე დავა წააგო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics