|
2023-02-10 10:02:24, 1214 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მ მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებს დამატებით 85 მლნ დოლარი გამოუყო
ამერიკის შეერთებული შტატები მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონებს დამატებით 85 მილიონი აშშ დოლარით დაეხმარება. აღნიშნულ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან სატელეფონო საუბარი გამართა. საუბრის მთავარი თემა თურქეთისა და სირიისთვის დახმარების აღმოჩენა იყო. ბლინკენი დაინტერესდა, თუ რა ტიპის დახმარების გაწევა შეუძლია აშშ-ს დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებული რეგიონებისთვის. გამოცემის ცნობითვე, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა თქვა, რომ აშშ მოუწოდებს სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს, რომ ქვეყნის ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ჰუმანიტარული ტვირთი დაუშვას. შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 21 000-ს გადააჭარბა. ამ დროის მონაცემებით, თურქეთში სულ მცირე 17 674, ხოლო სირიაში 3 377 ადამიანი დაიღუპა. დამანგრეველი - 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 6 თებერვალს მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა. მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ამჯერად ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო.
პუტინის წარმომადგენელი კირიენკო აფხაზეთში ჩავიდა, მან აფხაზი სეპარატისტების მემორიალი შეამკო
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)