17:53 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-09 21:54:34, 996 ნახვა

პოლიტიკა
ბრიტანეთის პრემიერის სპიკერი - არასდროს გავაკეთებთ იმას, რაც ბრიტანეთის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის

ჩვენ არასდროს გავაკეთებთ იმას, რაც საფრთხეს შეუქმნის გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოებას, - ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბრიტანეთს არ მიუღია გადაწყვეტილება უკრაინისთვის თვითმფრინავების მიწოდების საკითხზე.

მან დასძინა, რომ დიდი ბრიტანეთი Challenger-ის ტანკების მიწოდების პროცესშია და კიდევ უფრო შორ მანძილზე მოქმედი ტექნიკას მიაწვდის ახლო მომავალში.

„ჩვენ არ მიგვიღია გადაწყვეტილება [საბრძოლო] თვითმფრინავების მიწოდების კუთხით. დიდი ბრიტანეთი Challenger-ის ტანკების მიწოდების პროცესშია და ჩვენ ასევე მივაწოდეთ [უკრაინას] უფრო შორ მანძილზე მოქმედი შესაძლებლობები. ჩვენ ამ გადაწყვეტილებებს გულმოდგინედ ვიღებთ და ამას გააზრებულად ვაკეთებთ. ჩვენ ვიცით პოტენციური ესკალაციის რისკების შესახებ. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ მიდგომა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, არის საუკეთესო და სწრაფი გზა უკრაინის დასახმარებლად ამ ომის დასასრულებლად, რაც აშკარად ყველას ინტერესებშია. რუსეთი აგრძელებს ესკალაციას მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვით და აგრძელებს უკანონო ომს უკრაინაში“, - აღნიშნა მან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics