16:16 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-07 20:40:26, 1754 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი - პროტესტმა რომ შედეგი მოიტანოს საჭიროა ხალხის მხარდაჭერა, რაც ამ ოპოზიციას საბედნიეროდ, არ გააჩნია

პროტესტმა რომ შედეგი მოიტანოს საჭიროა ხალხის მხარდაჭერა, რაც ამ ოპოზიციას, ჩვენდა საბედნიეროდ და ქვეყნისათვის სასიკეთოდ, არ გააჩნია, - საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან ბევრი ბოიკოტი და პროტესტი ახსოვს ქვეყანას, მაგრამ ის ფიქრობს, რომ, ვერც ეს ბოიკოტი მოიტანს მათთვის სასურველ შედეგს.

მან დასძინა, რომ რევოლუციების დაპირებების და მუქარის მცდელობები მრავალჯერ იყო, მაგრამ ვერ განხორციელდა. 

"ბევრი ბოიკოტი, ბევრი პროტესტი გვინახავს, მათ შორის, საპარლამენტო მიმართულებით, მომდინარე დესტრუქციული ოპოზიციისგან და რა თქმა უნდა, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ არც ეს ბოიკოტი მოიტანს მათთვის სასიკეთო შედეგს. ქვეყნისთვის კი დასანანია. არ დადგა ის დრო ჩვენს ცხოვრებაში, რომ პარლამენტში სახელისუფლებო უმრავლესობას და მთავრობაში ხელისუფლებას გაგვიჩნდეს კომპეტენტური, ძლიერი ოპოზიციური შემადგენლობა იმისთვის, რომ ქვეყანა კიდევ უფრო სწრაფად წავიდეს წინ. რაც შეეხება რევოლუციების დაპირებას, მუქარებს, ესეც უკვე ნანახია, მრავალჯერ იყო მცდელობა და ვერ განხორციელდა. რაიმე პროტესტმა რომ შედეგი მოიტანოს საჭიროა ხალხის მხარდაჭერა, რაც ამ ოპოზიციას, ჩვენდა საბედნიეროდ და ქვეყნისათვის სასიკეთოდ, არ გააჩნია", - განაცხადა წულუკიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დავით მიქაძეს 10 წლით, ჩუბინიძეს 9 წლით, მაისურაძეს კი 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics