19:01 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-07 17:13:54, 1016 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციასთან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციასთან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობას ითხოვენ. 

ადგილზე ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. 

ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უწყვეტი საპროტესტო აქციები მას შემდეგ დააანონსა, რაც თბილისის საქალაქო  სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა. 

როგორც პარტიის ახალმა თავმჯდომარემ განაცხადა, პროტესტი ყოველდღიური იქნება, ვიდრე შედეგზე არ გავლენ და საქართველოს მესამე პრეზიდენტს სამკურნალოდ გამგზავრების შესაძლებლობა არ მიეცემა.

ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.

მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის შუამდგომლობას უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics