21:10 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-02 15:29:20, 689 ნახვა

პოლიტიკა
დეგნანი - მთავრობის პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს, რომ სააკაშვილი საჭირო სამედიცინო მომსახურებას იღებდეს

ჩემი და ბევრი სხვა ქვეყნის მთავრობა ყურადღებით აკვირდება პროცესს და შეშფოთებულია, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა მესამე პრეზიდენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა. 

როგორც ელჩმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ მიხეილ სააკაშვილი საჭირო სამედიცინო მომსახურებას იღებდეს.

"ვითარება სერიოზულია, როგორც გუშინ ვიხილეთ. ჩემი და ბევრი სხვა ქვეყნის მთავრობა ყურადღებით აკვირდება პროცესს და შეშფოთებულია. მთავრობის პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს, რომ ბატონი სააკაშვილი საჭირო სამედიცინო მომსახურებას იღებდეს. ვფიქრობ, ეს არის ის, რაზეც ყველა ფოკუსირებული ვართ. პირველ რიგში, გავიგოთ, რა არის დიაგნოზი, რა სჭირდება და რომ მთავრობა შესაბამის მზრუნველობას აწვდიდეს. ჩვენ ამ საქმეზე ყურადღებით დაკვირვებას გავაგრძელებთ", - განაცხადა კელი დეგნანმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics