03:44 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-24 16:51:10, 4026 ნახვა

ომი უკრაინაში
ლუკაშენკო - უკრაინა თავდაუსხმელობის პაქტის დადებას გვთავაზობს

უკრაინა თავდაუსხმელობის პაქტის დადებას გვთავაზობს,- ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელები მას სთხოვენ, რომ არც ერთ შემთხვევაში იომონ მათთან.

"ერთი მხრივ, უკრაინელები გვთხოვენ, რომ არც ერთ შემთხვევაში ვიომოთ მათთან, რომ ჩვენი სამხედროები იქეთ არ დაიძრან. თავდაუსხმელობის პაქტის დადებას გვთავაზობენ. მეორე მხრივ კი, ამ ფეთქებად ნივთიერებას ამზადებენ და აიარაღებენ".- განაცხადა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკოს თქმითვე, რომ არა ის, 2020 წლის საპროტესტო აქციების შემდეგ, ბელარუსში იმაზე უარესი ვითარება იქნებოდა, ვიდრე ახლა უკრაინაშია. 

"ცუდია, ქვეყანაში სიტუაცია ასე რომ წარიმართა. განსაკუთრებით, ჩვენი უკრაინის მიმართ. თუმცა, ეს ხომ ჩვენთვის გაკვეთილია. ყველა ათი მილიონისთვისა და სტუმრებისთვის, რომლებიც აქ, ჩვენთან არიან, ეს გაკვეთილია. უკვე ყველამ გაიგო: რომ არ გაგვეძლო 2020 წელს, ვიცით, რაც მოხდებოდა. უარესი იქნებოდა, ვიდრე უკრაინაშია. უკრაინა მდიდარია. ჩვენზე მდიდარი. აქ უარესი იქნებოდა. არ მსურს, მე ან თქვენ გიჩოქებდნენ და ამისთვის მადლობას გვიხდიდნენ, მაგრამ ყველასთვის ცხადია, რისთვისა და ვისი წყალობით გავუძელით",- დასძინა ლუკაშენკომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics