14:25 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-24 14:03:39, 2005 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვიაჩესლავ შაპოვალოვმა, შეიარაღებული ძალებისთვის პროდუქციის შესყიდვასთან დაკავშირებული ბრალდებების გამო, თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა. 

ქვეყნის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ მინისტრმა, ოლექსეი რეზნიკოვმა შაპოვალოვის განცხადება უკვე დააკმაყოფილა.

"უკრაინის თავდაცვის მინისტრმა დღეს მხარი დაუჭირა ვიაჩესლავ შაპოვალოვის მოთხოვნას უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და შესაბამისი წინადადება მინისტრთა კაბინეტს წარუდგინა", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, შაპოვალოვმა, რომელიც პასუხისმგებელი იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკურ უზრუნველყოფაზე, „ითხოვა გათავისუფლება, რათა კვების სერვისების შეძენასთან დაკავშირებული ბრალდებების კამპანიის შედეგად, უკრაინის შეიარაღებული ძალების სტაბილურ მომარაგებას საფრთხე არ შეექმნას".

„მიუხედავად იმისა, რომ გაჟღერებული ბრალდებები უსაფუძვლოა, ვიაჩესლავ შაპოვალოვის განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ღირსეული ქმედებაა ევროპული და დემოკრატიული პოლიტიკის ტრადიციების გათვალისწინებით და დემონსტრირებაა იმის, რომ თავდაცვის ინტერესები ნებისმიერ კაბინეტსა თუ სკამზე მაღლა დგას“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თანამდებობები უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ და გენერალური პროკურორის მოადგილემ, ალექსეი სიმონენკომაც დატოვეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
TI: „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 17.7 მილიონი ლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები მიიღეს.
დაპორტირდი სელფიში და მიიღე ყველაფერი ულიმიტო 3 თვე სრულიად უფასოდ
ბაზისბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის II საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics