03:43 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-24 09:11:00, 1551 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჩინოვნიკები საზღვარგარეთ შვებულებაში ან სხვა არასახელმწიფო მიზნით წასვლას ვეღარ შეძლებენ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის 22 მოქალაქეს სანქციები დაუწესა. აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, საჯარო მოხელეები შვებულებაში ან სხვა არასახელმწიფო მიზნით საზღვარგარეთ წასვლას ვეღარ შეძლებენ, რადგან ახლა ქვეყანაში დასვენების დრო არ არის. 

"არსებობს ეროვნული უშიშროების საბჭოს პრინციპული გადაწყვეტილება თანამდებობის პირების საზღვარგარეთ წასვლასთან დაკავშირებით. ეს ეხება ცენტრალური ხელისუფლების ყველა მოხელეს, ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა დონეს. ეს ეხება სამართალდამცავ ორგანოებს, სახალხო ამომრჩეველს, პროკურორებს და ყველას , ვინც უნდა იმუშაოს სახელმწიფოსთვის. მათ, ვისაც ახლა დასვენება უნდათ - საჯარო სამსახურის საზღვრებს გარეთ დაისვენებენ. ჩინოვნიკები საზღვარგარეთ შვებულებაში ან სხვა არასახელმწიფო მიზნით წასვლას ვეღარ შეძლებენ",- განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics