00:38 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-23 14:15:48, 3272 ნახვა

ომი უკრაინაში
რეზნიკოვი - „რამშტაინის“ მეცხრე შეხვედრა თებერვალში გაიმართება

„რამშტაინის“ ფორმატის მორიგი შეხვედრა თებერვალში გაიმართება,- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსეი რეზნიკოვი Twitter-ზე წერს.

რეზნიკოვის თქმით, ყოველი შეხვედრის შემდეგ ხედავს, თუ როგორ იზრდება პარტნიორების ნდობა უკრაინის მიმართ.

"რამშტაინის ყოველი შეხვედრის შემდეგ, ვხედავ, როგორ იზრდება ჩვენი პარტნიორების ნდობა უკრაინის მიმართ. ეს ყველაფერი ჩვენი სამხედროებისა და წარმომადგენლების შრომის დამსახურებაა. მეტი ნდობა ნიშნავს მეტ იარაღს, რომ დავიცვათ ჩვენი მიწა, ზღვა და ცა. რამშტაინის მე-9 შეხვედრა თებერვალში გაიმართება. ადევნეთ თვალი",- წერს რეზნიკოვი.

შეგახსენებთ, რომ რამშტაინის ბოლო შეხვედრა 20 იანვარს შედგა, სადაც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინისთვის „საბრძოლო შესაძლებლობების“ ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა.

ამასთან, სამიტის მთავარი განსახილველი თემა უკრაინისთვის Leopard-ის ტიპის ტანკების გადაცემა გახდა.

აღსანიშნავია, რომ დასავლეთის ქვეყნების თავდაცვის მინისტრები უკრაინისთვის ამ ტიპის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics