|
2023-01-20 18:44:19, 1835 ნახვა
კომენტარი
სარჯველაძე საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიაზე - არავის უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ასეთი შემთხვევებისგან ყველა დაცულია
საზოგადოებაში არავის უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ასეთი შემთხვევებისგან ყოველთვის ყველა დაცულია და ასე შემდეგ, რადგან სამწუხაროდ და საუბედუროდ, ასეთი ტრაგედიები არაერთ სახელმწიფოში ხდება, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე საგარეჯოში მომხდარ თავდასხმის ფაქტს. მისივე თქმით, ასეთი შემზარავი ფაქტები შესაძლოა ხდებოდეს, მაგრამ ყოველთვის რჩება შესაძლებლობა და რესურსი, იმისა, რომ გაანალიზდეს სიტუაცია, თუ რითი შეიძლება მსგავსი სიტუაციების თავიდან არიდება , რათა სამომავლოდ, მსგავსი შემთხვევისგან მეტად დაცული ვიყოთ. „საზოგადოებაში არავის უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ასეთი შემთხვევებისგან ყოველთვის ყველა დაცულია და ასე შემდეგ, რადგან სამწუხაროდ და საუბედუროდ, ასეთი ტრაგედიები არაერთ სახელმწიფოში ხდება, გვინახავს და მათ შორისის ძალია წინ წასულ და განვითარებულ სახელმწიფოებს ვგულისხმობ, როდესაც ასეთი შემთხვევები შესაძლოა, ხდებოდეს, მაგრამ ყოველთვის რჩება შესაძლებლობა, რესურსი, ვიფიქროთ, რით შეგვეძლო აგვერიდებინა მსგავსი შემთხვევა იმისთვის, რათა კიდევ უფრო მეტად დაცული ვიყოთ. სახელმწიფოს აქვს გარკვეული პროგრამები, სერვისები იმისთვის, რომ მოხდეს დადგენა, ვის აქვს ფსიქიატრიული ან ფსიქოლოგიური პრობლემები, რასაც შესაძლოა ასეთი ინციდენტი გამოეწვია. შეიძლება ფიქრი იმაზე, თუ რით გავაუმჯობესოთ. სამწუხაროდ, ეს არის ძალიან რთული თემა და გამოწვევა ყველასი, ვისაც საომარ მოქმედებებთან, ტერორიზმთან შეხება ჰქონია. სამწუხაროდ, საქართველო ამ თვალსაზრისით გამონაკლისი არ არის“, - განაცხადა სარჯველაძემ. შეგახსენებთ, 20 იანვარს გვიან ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საგარეჯოში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან მოქალაქის მხრიდან რამდენიმე გასროლა განხორციელდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი რამდენიმე ადამიანი. აღნიშნული ინფორმაცია მალევე დაადასტურა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი პოლიციელია. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილზე მისულმა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დაადასტურა, რომ პირი, რომელიც აივნიდან გასროლას ახორციელებდა, ყოფილი სამხედროა და თავდაცვის სამინისტროში 2006-2021 წლებში მუშაობდა. თავდამსხმელმა, სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე, თვითლიკვიდაცია განახორციელა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)