19:58 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-12 13:49:32, 1792 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ბერაია თემურ ჯანაშიას - ეგ თქვენ მალავდით ისკანდერის ნაწილებს, სტრასბურგში და ჰააგაში პროცესები რომ არ მოგვეგო

ცდილობთ უკრაინის თემაც სპეკულაციურად და ამაზრზენად გამოიყენოთ, არადა თქვენი ბელადის დედას თუ დავუჯერებთ, პირველ რიგში რუსების პოზიცია გაინტერესებთ და მასალებსაც მშვენივრად იღებენ ოკუპანტებისგან თქვენი ტელევიზიები - პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია „ნაცმოძრაობის“ დეპუტატს თემურ ჯანაშიას პასუხობს, რომლის თქმით, პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის წინ, რუსული სტრატეგიული ბომბდამშენის ფრაგმენტია, რომელიც უკრაინული წარმოების "ბუკით" არის ჩამოგდებული. 

ბერაიას თქმით, "ნაცმოძრაობის" ხელისუფლება მალავდა ისკანდერის ნაწილებს, სტრასბურგში და ჰააგაში პროცესები რომ არ მოგვეგო.  ბუკებს რაც შეეხება, დიდი ფულია მაგ ბუკებში გადახდილიც, ნაჭამიც. 

მისივე თქმით, ჩამოგდებული რუსული ბომბდამშენის ფრთის ფრაგმენტი ქართული ჯარის გმირობის ერთ-ერთი სიმბოლოა და ამიტომაცაა კომიტეტის სივრცეში გამოფენილი.

„ეგ თქვენ მალავდით ისკანდერის ნაწილებს, სტრასბურგში და ჰააგაში პროცესები რომ არ მოგვეგო! 
ბუკებს რაც შეეხება, დიდი ფული არის მაგ ბუკებში გადახდილიც, ნაჭამიც და არც მაგის გახსენებას გირჩევდით! 

ჩამოგდებული რუსული ბომბდამშენის ფრთის ფრაგმენტი ქართული ჯარის გმირობის ერთ-ერთი სიმბოლოა და ამიტომაც გვაქვს კომიტეტის სივრცეში გამოფენილი. ეგ იცით და მაგით სპეკულირებასაც კადრულობთ!

ყველა უნიჭო და ბოროტი პიარსვლა უკან გიტრიალდებათ და ჭკუა მაინც ვერ ისწავლეთ! კიდევ თქვენს მიერ გაღმა შედავებისთვის გამოგონილ რუსულ თემას აწვებით, ცდილობთ უკრაინის თემაც სპეკულაციურად და ამაზრზენად გამოიყენოთ, არადა თქვენი ბელადის დედას თუ დავუჯერებთ, პირველ რიგში რუსების პოზიცია გაინტერესებთ და მასალებსაც მშვენივრად იღებენ ოკუპანტებისგან თქვენი ტელევიზიები…“ - წერს ირაკლი ბერაია Facebook-ზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics