|
2023-01-12 13:27:00, 1705 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ოპოზიციასა და იურისტთა ჯგუფთან ერთად „მაგნიტსკის სიაზე“ მუშაობა დაიწყო
საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე პარლამენტში მივიდა, სადაც ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებსა და იმ იურისტთა ჯგუფს ხვდება, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის საქმეზე შემხებლობა აქვს. როგორც შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, ოპოზიციის წევრებთან ერთად "მაგნიტსკის სიაზე" მუშაობას იწყებს. "მიხეილ სააკაშვილმა მთხოვა, რომ ამ იურისტების ჯგუფს შევხვედროდი, გავცნობოდი მასალებს, რა მზადდება რომელ პირებზე მზადდება, ჩემი მხრიდან, თუ რამე იქნება საჭირო მტკიცებულებები იმ საქმის, რომელსაც მე წარვმართავ და ხელმძღვანელობ, ეს მტკიცებულებები გადავცე ამ ჯგუფს. მისი პოზიცია გახლავთ ის, რომ, ამ სიაში მოხვდნენ ის ადამიანები, რომლებიც მის მიმართ უკანონო ქმედებებს ახორციელებდნენ და იღებდნენ მონაწილეობას იმ კანონდარღვევებში, რაც არაერთხელ გვინახავს", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ. როგორც ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ხატია დეკანოიძე ამბობს, "მაგნიტსკის სიაზე" მიერთებულნი უნდა იყვნენ ის ადამიანები, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული და ადამიანის უფლებები კონვენციები დაარღვია. "მაგნიტსკის სიაზე მიერთებულნი უნდა იყვნენ ის ადამიანები, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული და ადამიანის უფლებები კონვენციები დაარღვია. იუსტიციის მინისტრი, რომელიც ჩართული იყო არაადამიანურ მოპყრობაში მიხეილ სააკაშვილის მიმართ და უშუალოდ პასუხისმგებელი იყო გაევრცელებინა ის კადრები, რომელიც გავრცელდა - მტკივდება ამ ადამიანის მიერ ადამიანის კონვენციების დარღვევა, ამიტომაც მე ამ ყველა მასალას გადავცემ უფლებადამცველებს და მათი ძირათი ფუნქცია არის სწორედ "მაგნიტსკის სიაზე" მუშაობა",- განაცხადა ხატია დეკანოიძემ. შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა „მაგნიტსკის სიის“ ავტორს, ბილ ბროუდერს წერილით მიმართა და სთხოვა, რომ "ქართულ ჯგუფებს" მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში დაეხმაროს. ექსპრეზიდენტმა წერილში აღნიშნა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უარესდება, "ადგილობრივი ოლიგარქიული ნაძირლები" კი, ამას "უბრალოდ დასცინიან".
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა თავისი გუნდი წარადგინა
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველომ ლიმონათების ექსპორტიდან თითქმის $100 მლნ-ის შემოსავალი მიიღო მიიღო - მთავარი ბაზარი რუსეთია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)