00:51 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-08 16:02:56, 1063 ნახვა

საზოგადოება
მეუფე გრიგოლი სააკაშვილზე - არ დავუშვათ ის შეცდომა, რაც შეიძლება გუშინ დაგვემართა

იმედი მაქვს, ვეცდებით, არ დავუშვათ ის შეცდომა, რაც შეიძლება გუშინ დაგვემართა, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, გრიგოლ ბერბიჭაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მეუფე გრიგოლმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, სურდა მიხეილ სააკაშვილის მონახულება, რაც ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა.

"მე ვაპირებდი პატიმრების მონახულებას და მათ შორის, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის, მაგრამ როგორც ჩანს, რაღაც რეჟიმი შეიცვალა თუ რა არის, არ ვიცი, ვერ მოხერხდა. ველოდი და გვითხრეს, რომ ათი სამუშაო დღის განმავლობაში მიიღებთ პასუხს, მაგრამ ვერ მოხერხდა. კიდევ ვეცდები. პირველ რიგში, გავერკვევი თუ რა მოხდა - თუ რეგულაციებია, რომლებიც ობიექტურად არ იძლევა საშუალებას, გასაგებია, თუ სხვაგვარად არის, მაშინ ვეცდებით კიდევ ერთხელ... მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ადამიანები, მით უმეტეს, როცა ვთვლით, რომ უფრო მეტი ვიცით, უფრო მეტი გამოცდილება დაგვიგროვდა, მით უმეტეს დიდი პასუხისმგებლობები გვაკისრია, ვეცდებით, არ დავუშვათ ის შეცდომა, რაც შეიძლება გუშინ დაგვემართა", - აცხადებს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics