19:57 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-06 16:13:55, 950 ნახვა

პოლიტიკა
მანჯგალაძე პატრიარქის წერილზე - ​ადამიანი განსაცდელშია და თურმე დარიშხანიანი რეალობა უნდა შეიმეცნოს სააკაშვილმა

არ ვიცი, პატრიარქმა მოამზადა, თუ მისი სახელით გამოქვეყნდა ეს წერილი, მაგრამ ის ნამდვილად არ გამოდგება ქრისტიანული სიყვარულის ნიმუშად, - ასე აფასებს "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის გაგზავნილ წერილს.  

მისი თქმით, არ არის სულიერება და ქრისტიანობა იმაში, რომ ადამიანი განსაცდელშია და შენ მას ეუბნები, რომ "დარიშხანიანი რეალობა უნდა შეიმეცნოს". 

"მე არ ვიცი, პატრიარქმა მოამზადა, თუ მისი სახელით გამოქვეყნდა ეს წერილი, მაგრამ ის ნამდვილად არ გამოდგება ქრისტიანული სიყვარულის და ქრისტიანული კაცთმოყვარეობის ნიმუშად. ყველამ ვნახეთ და ექსპერტები ადასტურებენ, რომ ადამიანი მოწამლულია დარიშხანით და ამ დროს სხვა რეალობის შეცნობაზეა საუბარი, ეს რას ნიშნავს? სიკვდილს დაელოდოს? ეს არ გამოხატავს არც ქრისტესმიერ სიყვარულს და არც განსაცდელში მყოფი ადამიანის მიმართ ქრისტიანული დამოკიდებულების მაგალითს. მე ვერ ვხედავ სამწუხაროდ, სულიერებას და ქრისტიანობას იმაში, რომ ადამიანი განსაცდელშია, მოწამლულია დარიშხანით და თურმე დარიშხანიანი რეალობა უნდა შეიმეცნოს სააკაშვილმა", - განაცხადა მანჯგალაძემ. 

ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ მესამე პრეზიდენტს მისალოცი წერილი მისწერა. ილია მეორემ კლინიკაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობა და "ღვთის შეწევნა ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად" უსურვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
ცხინვალი: ევროკავშირი ცდილობს სირია აიძულოს, უკან წაიღოს „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება
გერმანიის კანცლერი: ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილნი აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაფართოების მიმართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics