17:28 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-05 16:09:06, 1381 ნახვა

მსოფლიო
პოდოლიაკი - რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის განცხადება „საშობაო ზავის“ შესახებ ცინიკური ხაფანგი და პროპაგანდის ელემენტია

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის განცხადება „საშობაო ზავის“ შესახებ ცინიკური ხაფანგი და პროპაგანდის ელემენტია,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს.

პოდოლიაკის თქმით. რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ რუსეთს უკრაინელების გენოციდისკენ მოუწოდა, წაახალისა მასობრივი მკვლელობები და დაჟინებით მოითხოვს რუსეთის ფედერაციის კიდევ უფრო დიდ მილიტარიზაციას.

„რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ რუსეთს უკრაინელების გენოციდისკენ მოუწოდა, წაახალისა მასობრივი მკვლელობები და დაჟინებით მოითხოვს რუსეთის ფედერაციის კიდევ უფრო დიდ მილიტარიზაციას. ამრიგად, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის განცხადება „საშობაო ზავის“ შესახებ ცინიკური ხაფანგი და პროპაგანდის ელემენტია“, - წერს პოდოლიაკი.

ცნობისთვის, რუსეთის პატრიარქი კირილი „საშობაო ზავის“ გამოცხადების ინიციატივით გამოდის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics