13:45 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-04 11:00:16, 1764 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - ზაპოროჟიეში 260-მდე რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ან დაიჭრა

ზაპოროჟიეს ოლქის 4 დასახლებაში 260-მდე რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ან დაიჭრა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, უკრაინამ ოკუპანტების განლაგების 2 პუნქტი და 10-მდე ერთეული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

”2 იანვარს, მტრის დამარცხება დადასტურდა ტოკმაკის, მელიტოპოლის, ბერდიანსკის, პოლოგისა და ვასილიევკას დასახლებებში. განადგურდა საბრძოლო მასალის 2 საცავი, 10-მდე ერთეული სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა, ოკუპანტების განლაგების 2 პუნქტი, ლიკვიდირებული და დაჭრილია 260-მდე შეიარაღებული სამხედრო რუსეთის ფედერაციის ძალებში", - ნათქვამია გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნულს წინ ხერსონის ოლქის სოფელ ჩულაკოვკასთან მომხდარი შემთხვევა უძღოდა, რა დროსაც დაიღუპა ან დაიჭრა 500-მდე რუსი ჯარისკაცი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics