|
2022-12-30 19:17:05, 1429 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - პენიტენციური სისტემა წამებით მკლავს ტყვეობაში
დიდი მადლობა სოლიდარობისთვის, ადამიანურობისა და აქციისთვის, რომელიც 4 იანვარს არის დაგეგმილი. გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი მართალია, პენიტენციური სისტემა წამებით მკლავს ტყვეობაში. წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუს უფლებადამცველ მარკ ფეიგინს, რომელიც ინიციატივით გამოვიდა, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია სხვადასხვა ქალაქებში გაიმართოს. სააკაშვილის თქმით, ზელენსკის მიმართვის და უკრაინული სპექტრის აქტიურობის შემდეგ, მოწევა აუკრძალეს და მის მოსანახულებლად კლინიკაში შვილებს აღარ უშვებენ. "დიდი მადლობა სოლიდარობისთვის, ადამიანურობისა და აქციისთვის, რომელიც 4 იანვარს არის დაგეგმილი. გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი მართალია, პენიტენციური სისტემა წამებით მკლავს ტყვეობაში. ზელენსკის ფენომენალური მიმართვისა და თქვენი აქტიურობის შემდეგ, ამიკრძალეს მოწევა და შეწყვიტეს კლინიკაში ჩემი შვილების შემოშვება. სასამართლო 10 დღით გადადეს. ჩემმა მკურნალმა ექიმმა სამოქალაქო გმირობა ჩაიდინა და პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელობის წინაშე განაცხადა, რომ ჩემი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და კლინიკამ ყველა თავისი შესაძლებლობა ამოწურა" - წერს სააკაშვილი. "ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მესამე პრეზიდენტი ციხიდან. #SaveMisha" - განაცხადა მარკ ფეიგინმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)