17:04 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-29 23:03:08, 1620 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის ტერიტორიაზე დეოკუპაციის ღონისძიებების დაწყებიდან, პოლიციამ 1116 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვა

მიკოლაივის, დონეცკის, ხერსონისა და ხარკოვის რეგიონებში დეოკუპაციის ღონისძიებების დაწყების დღიდან პოლიციამ იპოვა 1116 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული პოლიციის ორგანიზაციული ანალიტიკური მხარდაჭერისა და ოპერატიული რეაგირების დეპარტამენტი ავრცელებს. 

განცხადების მიხედვით, გამომძიებლებმა დააფიქსირეს 5398 სამხედრო დანაშაული დეოკუპირებულ ტერიტორიებზე. საერთო ჯამში, ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან, პოლიციამ აღძრა 53 700-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი თანამზრახველების მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე.

"დონეცკის, მიკოლაივის, ხერსონისა და ხარკოვის რეგიონებში დეოკუპაციის ღონისძიებების დაწყებიდან 1 116 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს, მათ შორის 31 ბავშვის ცხედარია. სამი ადამიანის ცხედარი გუშინ ხერსონის რაიონში იპოვეს", - განაცხადა ოპერატიული რეაგირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ალექსეი სერგეევმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics