|
2022-12-22 15:18:04, 814 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ნუ ელოდებით, რომ ვინმე ჯადოსნურ ჯოხს მოიქნევს და პრეზიდენტ სააკაშვილს გაათავისუფლებს
მოქმედება, მოძრაობა და მოქმედება - სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს. ნუ ელოდებით, რომ ვინმე ჯადოსნურ ჯოხს მოიქნევს და პრეზიდენტ სააკაშვილს გაათავისუფლებს ან ქვეყანა გათავისუფლდება, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, ექსპრეზიდენტის თავისუფლება საქართველოს თავისუფლების, გამარჯვებისა და მშვიდობის პირდაპირპროპორციულია. "ჩვენ სერიოზული პრობლემა გვიდგას უკვე პოლიტიკური მიკერძოების გარეშე. ყველა კარგად ვხედავთ, რომ რუსული ხელისუფლებაა საქართველოში. გუშინ ვნახეთ თავისუფლებისა და მშვიდობისთვის მებრძოლი პრეზიდენტი აშშ-ში - იწერება ახალი ისტორია. მთელი მსოფლიო დგას სიმართლისა და უკრაინის მხარეს. ამასობაში, პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოითხოვა, საკუთარი მოქალაქე თანამდებობის პირი პრეზიდენტი სააკაშვილი გადაიყვანონ, რომელიც პირველია ვინც მკვლელ პუტინს დაუპირისპირდა და ნაცვლად იმისა, რომ მყისიერი რეაგირება მოეხდინათ, დაიწყეს, რომ თურმე მას არაფერი არ ეკითხება, თურმე ეს სხვა ქვეყნის საქმეებში ჩარევაა. მარტივი რამე უნდა ვიცოდეთ - არავის იმედად არ უნდა ვიყოთ, აღარავის არ უნდა დაველოდოთ. ჩვენ თუ არ გადავალთ მოქმედებაზე, ქართველი ხალხის გასაკეთებელია, ქართველმა ხალხმა უნდა გამოვგლიჯოთ "რუსულ ოცნებას" ჩვენი ქვეყანა. პრეზიდენტი სააკაშვილი არის გამოხატულება თუ როგორ აწამებენ და ტანჯავენ ქართველ ხალხს. პრეზიდენტ სააკაშვილის ამ მდგომარეობაში ყოფნა ნიშნავს, რომ დატუსაღებული ჰყავთ, მძევლად ჰყავთ აყვანილი ხალხი", - უთხრა ლევან ხაბეიშვილმა "მთავარ არხს". შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობის განხილვა მიმდინარეობს. პროცესს კლინიკა "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილი დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა, თუმცა ადვოკატის თქმით, სხდომის მიმდინარეობისას მან თავი შეუძლოდ იგრძნო და ჩართვაზე უარი განაცხადა. ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა. აღნიშნულს წინ უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)