18:57 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-20 18:13:18, 1670 ნახვა

მსოფლიო
სიმონიანი პუტინს - მადლობა, რომ 2008 წელს გიჟ კანიბალს არ მიეცით საშუალება აფხაზეთი და ოსეთი გადაეყლაპა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, საინფორმაციო პოლიტიკის განხორციელებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის, Russia Today-ს მთავარ რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანს ღირსების ორდენი გადასცა. 

დაჯილდოების ცერემონიაზე სიმონიანმა მადლობა გადაუხადა რუს დიქტატორს იმისთვის, რომ 2008 წელს არ დაუშვა „გიჟ კანიბალს აფხაზეთი და ოსეთი გადაეყლაპა“. 

გარდა ამისა, მან მადლობა გადაუხადა პუტინს რამდენიმე წლის წინ „ყარაბაღის ხოცვა-ჟლეტის შეჩერებისთვის“. 

„ყოველთვის მინდოდა მეთქვა - გმადლობთ კანიბალების ჩაძაღლებისთვის. 20 წელზე მეტი ხნის წინ დაგპირდით, გახსოვთ ალბათ თქვენი დაუვიწყარი ფრაზა "ჩაძაღლება". მადლობა, რომ 2008 წელს გიჟ კანიბალს არ მიეცით საშუალება აფხაზეთი და ოსეთი გადაეყლაპა. მადლობა, ყარაბაღის ხოცვა-ჟლეტის შეჩერებისთვის. გმადლობთ, რომ ჩვენი ხალხი ამ კანიბალებს სისხლიანი პირიდან ტკივილით, სისხლით გამოგლიჯეთ. ჩვენ დაგეხმარებით ამაში, რამდენადაც თქვენ ჩვენგან მოითხოვთ, ”- განაცხადა სიმონიანმა. 

პუტინმა სახელმწიფო ჯილდოები ასევე გადასცა ე.წ ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების მეთაურების მოვალეობის შემსრულებლებს - ლეონიდ პასეჩნიკსა და დენის პუშლინს, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების ე.წ ხელმძღვანელებს, ევგენი ბალიცკისა და ვლადიმერ სალდოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics