|
2022-12-18 15:44:41, 1147 ნახვა
პოლიტიკა
ოდიშარია - სააკაშვილი სასჯელს იხდის ლუქს პალატაში, არაფერი იმდაგვარი არ ხდება, რომ კოლეგებმა იშიმშილონ
პატიმარი სააკაშვილი "ვივამედში" სასჯელს იხდის ლუქს პალატაში და მიირთმევს რასაც მიუტანენ ოჯახის წევრები, ამ ადამიანებმა რატომ უნდა იშიმშილონ, ვერ ვხდები, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატებზე საუბრისასა განაცხადა. ოდიშარიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასჯელს ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში იხდის და მისი მკურნალობა დღემდე 200 000 ლარი დაჯდა. "ჩვენს კოლეგა ოპოზიციონერ დეპუტატებს უწევთ გარკვეული შიდაპარტიული წნეხების გამო ასეთი აქციების მოწყობა და შიმშილობა, მათ შორის რა თქმა უნდა, ჯანმრთელობისთვის მავნებელია. მაშინ როცა პატიმარი სააკაშვილი "ვივამედში" სასჯელს იხდის ლუქს პალატაში და მიირთმევს რასაც მიუტანენ ოჯახის წევრები, ამ ადამიანებმა რატომ უნდა იშიმშილონ, რა არის ამის მიზეზი, ვერ ვხდები... კიდევე ერთხელ მოვუწოდებ მათ, არაფერი იმდაგვარი არ ხდება, რომ ჩვენმა კოლეგებმა იშიმშილონ, იმიტომ რომ გაუგებარია, რა მიზნის მისაღწევად შიმშილობენ. რა უნდა მოხდეს მეტი იმაზე, რომ მსჯავრდებული, როგორც პაციენტი სასჯელს იხდის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში, რომლის მკურნალობაც დღემდე 200 000 ლარი დაჯდა და რაღაზე შიმშილობენ, ამის მეტი რა უნდა გავაკეთოთ მითხარით, რა ფუფუნება უნდა შეიქმნას კიდევ?!,- განაცხადა ოდიშარიამ. შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა - დავით კირკიტაძემ, ანა წითლიძემ და აბდულ ისმაილოვმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა დაიწყეს. როგორც დავით კირკიტაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ პოლიტიკურმა აქტმა ფრაქციაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, თუმცა სამივე დეპუტატი დარწმუნებულია, რომ პროტესტი პარლამენტსაც გასცდება. პარლამენტში მოშიმშილეებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი დეპუტატი, თემურ ჯანაშიაც შეუერთდა. დეპუტატები უკვე მეოთხე დღეა შიმშილობენ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)