|
2022-12-16 19:20:37, 1423 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე „ნაცმოძრაობაზე“ - კითხვებს ვერ სვამენ და დარჩათ სამწუთიანი ძალიან დაბალ დონეზე შესრულებული პერფორმანსი
ნაცმოძრაობისგან დარჩა ის, რაც დღეს ჩაატარეს. პერფორმანსების ჩატარების თავიც კი აღარ აქვთ. ერთი პროცენტი სიმართლე რომ იყოს მათ მხარეს, ასეთი მოცემულობა დავუშვათ, მათ შორის სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით, რა დღეში ჩააგდებდნენ დღეს იუსტიციის მინისტრს ,ალბათ ყველას წარმოგვიდგენია - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მამუკა მდინარაძის თქმით, მათ არ გამოიყენეს საპარლამენტო ტრიბუნა, რომ იუსტიციის მინისტრისთვის კითხვები დაესვათ და გაეკრიტიკებინათ. „ერთადერთი მიზეზი დასუსტებასთან ერთად არის ის, რომ მათ რეალური სათქმელი, თუ არ მოიგონებენ ამბავს, იუსტიციის მინისტრთან, რომლის უწყებას პასუხისმგებლობა აქვს აღებული ყველა პატიმარზე, მათ შორის მათ ბელად სააკაშვილზეც, რომელიც აღმოჩნდა, რომ არა მხოლოდ პატიმარია, სიმულიანტი აღმოჩნდა ამასობაში, კითხვები დაესვათ. "კითხვებს ვერ სვამენ რეალურად და დარჩათ სამწუთიანი, ძალიან დაბალ დონეზე შესრულებული პერფორმანსი. ახლა საუბრობენ მანდატების დატოვებაზე იმიტომ, რომ რაღაც რადიკალურ ნაბიჯებს სთხოვენ როგორც მათი ბელადი მიხეილ სააკაშვილი, ასევე გარედან თუ შიგნიდან მათი დავალების მიმცემები და თავის გადარჩენის მიზნით, რომ მანდატები არ დატოვონ, ნაწილი მათგანი ამბობს, რომ მოდით, ხომ არ ჯობია შიმშილობა დავიწყოთ და არ დავტოვოთ მანდატები, გავუფრთხილდეთ მანდატებს და ხელფასს“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)