23:23 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-15 14:26:07, 2778 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსი ოკუპანტები ხერსონს დაესხნენ თავს - არის მსხვერპლი

რუსი ოკუპანტები ხერსონის ცენტრს ისევ დაესხნენ თავს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, საჰაერო იერიში რუსებმა ისევ სამხედრო რეგიონული ადმინისტრაციის შენობაზე მიიტანეს. 

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.

გადაუდებელი და კატასტროფის მედიცინის რეგიონული ცენტრის ცნობით, ჭურვი იმ ადგილს მოხვდა, სადაც სამედიცინო და ჰუმანიტარული დახმარების გაცემის პუნქტია განთავსებული.

როგორც უკრაინული მედია წერს, დაღუპულთა შორისაა მედპერსონალი.

ცნობისთვის, ოკუპანტებმა ხერსონის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაზე იერიში  გუშინ, 14 დეკემბერსაც მიიტანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics